საქართველოს საპატიმროებში უცხოეთის ქვეყნებიდან 35 ქალი პატიმარი იმყოფება

© photo: Sputnik / Denis Aslanovქალთა მეხუთე კოლონია თბილისში
ქალთა მეხუთე კოლონია თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, უცხოეთის სახელმწიფოების 365 მოქალაქესა და იმ პირთა შორის, რომელთაც მოქალაქეობა არა აქვთ, 35 ქალია.

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საპატიმროებში იმყოფება უცხოეთის სახელმწიფოების 35 მსჯავრდებული და ბრალდებული ქალი, აღნიშნულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მაისის სტატისტიკურ მონაცემებში.

ქალთა მეხუთე კოლონია - Sputnik საქართველო
საქართველოს საპატიმროებში უცხოელთა შორის რაოდენობით თურქეთის მოქალაქეები ჭარბობენ

უწყების მონაცემებით, ქართულ ციხეებში სასჯელს იხდის ცხრა პატიმარი ქალი რუსეთიდან. რაოდენობის მხრივ მეორე ადგილზე თურქეთის მოქალაქეები არიან — 5 ქალი. მესამე ადგილს ინაწილებენ ბრაზილიელები, აზერბაიჯანელები და უკრაინელები (სამ-სამი).

შემდეგ არიან ქალები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან და უზბეკეთიდან (ორ-ორი). ქართულ ციხეში სასჯელს იხდის ასევე მოქალაქეობის არმქონე ქალი.

სულ ქართულ საპატიმროებში იმყოფება უცხო ქვეყნის 365 მოქალაქე ან პირი, რომელსაც მოქალაქეობა არა აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0