მთაწმინდაზე ხანძარი ლოკალიზებულია

© REUTERS / Rafael Marchanteხანძარი
ხანძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძრის ლოკალიზაციაში 10-მდე სახანძრო ბრიგადა და 70-მდე მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული. რთულმა რელიეფურმა პირობებმა სახანძრო-სამაშველო სამსახურებს პრობლემები შეუქმნა.

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik.  ამ დროისთვის მთაწმინდაზე, ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანარი ლოკალიზებულია, იუწყება „TV პირველი“

ხანძარი მთაწმინდაზე - Sputnik საქართველო
მთაწმინდის მოსახლეობა ხანძრის გამო დახმარებას ითხოვს

გავრცელებული ინფორმაციით,  ცეცხლი წიწვოვან ხეებს წაეკიდა და საკმაოდ დიდი ტერიტორია მოიცვა.

ხანძრის ლოკალიზაციაში 10-მდე სახანძრო ბრიგადა და 70-მდე მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული. რთულმა რელიეფურმა პირობებმა სახანძრო-სამაშველო სამსახურებს პრობლემები შეუქმნა.

მიმდინარეობს ცალკეული ცეცხლის კერების ჩაქრობა. 

ადგილზე იმყოფებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი დავით ნარმანია.

"ამ დროისთვის ხანძრის ძირითადი კერები ლოკალიზებულია. ხანძარი მოედო ნაძვნარს. მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, რომ არ არსებობს ხანძრის გავრცელების საშიშროება", — განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამ დროისთვის უცნობია თუ რამ გამოიწვია ხანძარი. მეხანძრეებთან ერთად ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდნენ ბელინსკის, გოგებაშვილის მცხოვრებლები.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0