თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. მთაწმინდაზე, ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის არეალი გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი წიწვოვან ხეებს უკიდია, იუწყება ტელეარხი Imedi.
ხანძარი ახლოსაა დასახლებულ პუნქტებთან, რის გამოც ბელინსკის ქუჩის მცხოვრებლები დროულ რეაგირებას მოითხოვენ. მათი ნაწილი სახლებიდან გამოსულია.
ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადა და შს სამინისტროს წარმომადგენლები. რთული რელიეფური პირობები სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადებს პრობლემებს უქმნის,
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი მთაწმინდაზე სწრაფად ვრცელდება, ადგილზე შვიდი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს და საჭიროების შემთხვევაში, საქმეში ვერტმფრენებიც ჩაერთვება.