GEM Fest: საქართველოს პოლიციამ ნარკოტიკებისთვის კიდევ ერთი ადამიანი დააკავა

გამოწერა
GEM Fest-ის ტერიტორიაზე ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გასულ კვირაში ფესტივალის სტუმარი 22 წლის გოგონა გარდაიცვალა.

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის სოფელ განმუხურში, კურორტ ანაკლიის მიმდებარედ, სადაც ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM Fest ტარდება, ერთი ადამიანი დააკავეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
GEM Fest-თან ახლოს ნარკოტიკებისთვის ირანის მოქალაქე დააკავეს

შსს-ს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ამოღებული ნარკოტიკების სახეობა და რაოდენობა ზუსტდება.

ამასთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი იუწყება, რომ დაკავებულია ორი ადამიანი და ისინი უცხოეთის მოქალაქეები არიან, თუმცა ეს ინფორმაცია შსს-ში არ დაადასტურეს.

GEM Fest-ის ტერიტორიაზე ნარკოტიკების უკანონო მიმოქცევის თემა აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში ზუგდიდის საავადმყოფოში ფესტივალზე მყოფი 22 წლის სტუმარი გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული ინტოქსიკაცია იყო.

ამ დღის შემდეგ პრაქტიკულად ყოველდღე ზუგდიდის საავადმყოფოში ინტოქსიკაციით GEM Fest-ის ახალგაზრდა სტუმრები მიჰყავთ.

ბოლო დროს GEM Fest-ზე ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ექვსი ადამიანი დააკავეს.

ყველა ახალი ამბავი
0