თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთმა კი სხეულის საშუალო სიმძიმის დაზიანება მიიღო, იუწყება Новости-Грузия შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
ქართული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ავტომობილი ხეს შეეჯახა, დაიღუპა ორი მოზარდი.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 6-დან 10 წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით 3-წლამდე ვადით.