ერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ხეთაში

გამოწერა
ერთი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

პოლიცია შემთხვევის ადგილას - Sputnik საქართველო
ავტოსაგზაო შემთხვევას სენაკში მამაკაცი ემსხვერპლა

როგორც ადგილიდან „Sputnik — საქართველოს“ კორესპონდენტი იტყობინება, ორ მუშას, რომლებიც ბუნებრივი აირის მილსადენზე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ, მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

ერთი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება 276-ე მუხლით – „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა“.

ყველა ახალი ამბავი
0