ავტოსაგზაო შემთხვევას სენაკში მამაკაცი ემსხვერპლა

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიცია შემთხვევის ადგილას
პოლიცია შემთხვევის ადგილას - Sputnik საქართველო
გამოწერა
კიდევ ორი დაშავებული სენაკის კლინიკაშია გადაყვანილი.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. შუა ხნის მამაკაცი დაიღუპა სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში მომხდარი ავტოავარიის შედეგად, რომელიც შაბათს, დაახლოებით 13 საათზე მოხდა. 

ავტოსაგზაო შემთხვევისას ასევე დაშავდა ქალბატონი და მცირეწლოვანი ბავშვი, რომლებიც სენაკის ერთ-ერთ კლინიკაში არიან გადაყვანილნი. როგორც Sputnik საქართველოს კორესპონდენტს კლინიკაში განუცხადეს, ამ დროისათვის დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

შსს-მ მომხარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სსკ-ს 276-ე მუხლის მესამე პუნქტით აღძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას ეხება.

 

ჯემალ ღამბაშიძე


ყველა ახალი ამბავი
0