ქართველმა სამხედროებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისია დაასრულეს

© photo : Ministry of Defence of Georgia / FBქართველი სამშვიდობოები
ქართველი სამშვიდობოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი სამხედროები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიებში 2014 წლის ივლისიდან მონაწილეობენ.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ქართულმა ოცეულმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობა დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ქართველი სამხედროები ცარ-ში მიემგზავრებიან - Sputnik საქართველო
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისია 20 ქართველი სამხედროთი გაიზრდება

შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეულის დახვედრის ცერემონია ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე შედგა. ქართველ სამხედროებს დახვდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი, II ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ოლივიე მადიო, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე და სხვა მაღალჩინოსნები.

"მოხარული ვართ, რომ ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გატარებული ექვსი თვის შემდეგ ისინი ოჯახებს ჯანმრთელად და მშვიდობიანად უბრუნდებიან. საქართველო მონაწილეობს როგორც ავღანეთის, ისე აფრიკის მისიებში და სამუშაოს მშვენივრად ასრულებს", — განაცხადა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ოლივიე მადიომ.

ბაგრამის ბაზაზე სამხედრო პატრულირებს - Sputnik საქართველო
ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება

ქართველმა სამხედროებმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ექვსი თვე დაჰყვეს. ქართული კონტინგენტი დედაქალაქ ბანგიში ბაზა "უკატექსზე" იყო განთავსებული. მშვიდობისმყოფელების მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება წარმოადგენდა. II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრები ოცეული ამავე ბრიგადის 21-ე შერეული მექანიზებული ბატალიონის ოცეულმა ჩაანაცვლა.

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო მისიაში 2014 წლის ივლისიდან მონაწილეობენ. ევროკავშირის სამშვიდობო მისიას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში წინ უძღოდა სამხედრო ოპერაცია ევროკავშირის ეგიდით, რომელიც 2014 წელს დაიწყო. ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 2013 წლის დასაწყისში ბანგიში ისლამისტური დაჯგუფება "სელეკის" ბოევიკებსა და ამბოხებულ ქრისტიანებს შორის შეტაკებები დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0