მდინარე სუფსაში ორი ბავშვი დაიხრჩო

© photo: Sputnikმდინარე
მდინარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარეობს გამოძიება „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით

თბილისი, 6 აგვისტო-Sputnik. ორი ახალგაზრდა დაიხრჩო მდინარე სუფსაში, ოზურგეთის რაიონის სოფელ ძიმითში, იტყობინება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

არსებული ინფორმაციით, შაბათს, 12 წლის გოგონები მდინარეში შევიდნენ და დინებამ გაიტაცა. გოგონები ახლო ნათესავები იყვნენ.

როგორც ტელეარხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოში განუცხადეს, მაშველებმა მხოლოდ ერთის გვამი იპოვეს. სამაშველო სამუშაოები სიბნელის გამო შეწყდა და გათენებისთანავე განახლდა.

პოლიცია - Sputnik საქართველო
ავტოავარიის შედეგად აღმოსავლეთ საქართველოში დედა-შვილი დაიღუპა

„ძებნაში მონაწილებენ წყლის მაშველები და მყვინთავები, გამოიყენება  შესაბამისი ტექნიკა: კატერები, სკუტერები“-განაცხადეს სააგენტოში.

ძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით, რაც ისჯება თავისუფლების შეზღუდვით სამ წლამდე ან ტავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე.


ყველა ახალი ამბავი
0