ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია 7 აგვისტოდან

© courtesy of NAEC GeorgiaЕдиные национальные экзамены
Единые национальные экзамены - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრება შესაძლებელი იქნება თითოეულზე 50 ლარის გადახდის შემდეგ

თბილისი, 6 აგვისტო-Sputnik. აბიტურიენტებს შეეძლებათ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საკუთარი შედეგები გაასაჩივრონ 7 აგვისტოდან, ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტზე.

გამოცდები საქართველოში 3-26 ივლისს ჩატარდა ქვეყნის 22 საგამოცდო ცენტრში. უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრა და მინამალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 15 %-მა.

სააპელაციო განცხადებების მიღება დაიწყება 7 აგვისტოს 10:00სთ-ზე და გაგრძელდება 11 აგვისტოს 18:00სთ.-მდე, მხოლოდ ელექტრონულად ვებ გვერდებზე online.naec.ge და  www.naec.gov.ge.

ერთი შედეგის გასაჩივრების ღირებულებაა — 50 ლარი (დაახლოებით 21 დოლარი), შეფასების ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება.

სააპელაციო განაცხადის გადახდა შესაძლებელია ონლაინ სწრაფი გადახდის ტერმინალებში ან „საქართველოს ბანკში“.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2017 წელს დარეგისტრირდა 41,5 ათასი აბიტურიენტი, თუმცა ყველამ ვერ მოახერხა მონაწილეობის მიღება, რადგან გამოსაშვებ გამოცდებზე მინიმალური ზღვარი ვერ გადალახეს. სულ გამოცდებში მონაწილეობა მიიღო 39 ათასმა აბიტურიენტმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები - Sputnik საქართველო
აბიტურიენტთა 15%-მა ერთიანი ეროვნული გამოცდები ვერ ჩააბარა

ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდა ჩატარდა 3-4 ივლისს, უნარებში-6-7 ივლისს, უცხო ენაში (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული) —10-11 ივლისს. ეს გამოცდები ყველასთვის სავალდებულო იყო.

გეოგრაფიაში გამოცდა 12 ივლისს გაიმართა, მათემატიკაში-13 ივლისს, ლიტერატურაში-14 ივლისს, ისტორიაში-17 ივლისს, ბიოლოგიაში-18 ივლისს, ქიმიაში-19 ივლისს, სამოქალაქო განათლებაში-25 ივლისს, ფიზიკაში-26 ივლისს, ხელოვნებაში-26 ივლისს.

აბიტურიენტებმა შეკითხვები ელექტრონული ვერსიით მიიღეს, ხოლო პასუხობდნენ წერილობით.

საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრომ ეს სიახლე დანერგა 2016 წელს, რათა ძვირადღირებული, სატესტო ბუკლეტების საზღვარგარეთ ბეჭდვა თავიდან  აერიდებინა. 


ყველა ახალი ამბავი
0