თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში მისაღებ ეროვნულ გამოცდებზე კომპეტენციის მინიმალური ზღვარი აბიტურიენტთა 15%-მა ვერ გადალახა, განუცხადა ჟურნალისტებს გამოცდებისა და შეფასებების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა.
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პირველი შედეგების გამოქვეყნება ხუთშაბათიდან დაიწყო. აბიტურიენტებს უკვე შეუძლიათ ზოგადი უნარების გამოცდაში მიღებული ქულების გაგება.
მიმინოშვილის თქმით, ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 5 აგვისტომდე გამოცხადდება, რის შემდეგაც აბიტურიენტებს კიდევ 5 დღე ექნებათ აპელაციის შესატანად.