ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს ცხედარს სამშობლოში დღეს გადმოასვენებენ

© photo: press service of the Defense Ministry of Georgiaქართველი სამხედროები ავღანეთში
ქართველი სამხედროები ავღანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
25 წლის მდინარ ბებიაშვილი 3 აგვისტოს თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად დაიღუპა

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. ავღანეთში თავდასხმის შედეგად დაღუპულ უმცროს სერჟანტს საქართველოში დღეს გადმოასვენებენ. მდინარ ბებიაშვილის ცხედრის საქართველოში გადმოსვენება ბაგრამის საავიაციო ბაზიდან, აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, სპეციალური რეისით მოხდება, იტყობინება ტელეკომპანია Rustavi 2.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებდა.

თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
ავღანეთის სამხედრო ბაზაზე თავდასხმისას ქართველი სამხედრო დაიღუპა

ის ავღანეთში 3 აგვისტოს მოტორიზებული პატრულირების დროს თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

25 წლის მდინარ ბებიაშვილი წარმოშობით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტოთუბნიდან იყო. ის ავღანეთში რიგით მესამე სამხედრო მისიაში იღებდა მონაწილეობას.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0