თბილისი. 5 აგვისტო — Sputnik. აშშ-მ ოფიციალურად აცნობა გაეროს საკუთარი განზრახვის შესახებ, მისი პირობების გათვალისწინებით, რაც შეიძლება სწრაფად დატოვოს პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილებების თაობაზე, ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
„როგორც პრეზიდენტმა 1 ივნისს განაცხადა, ის მზადაა, კვლავ შეუერთდეს პარიზის შეთანხმებას, თუ აშშ მისთვის უფრო ხელსაყრელ პირობებს დაინახავს“, — ნათქვამია განცხადებაში.
იქვე აღნიშნულია, რომ აშშ მხარს უჭერს კლიმატური პოლიტიკის მიმართ დაბალანსებულ მიდგომას, რომელიც ამცირებს დაბინძურებას, ასევე ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდასა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას.
გარდა ამისა, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, აშშ განაგრძობს მონაწილეობას კლიმატის შესახებ სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრებში, მათ შორის გაეროს კონფერენციაში კლიმატის ცვლილებების საკითხებზე, რათა უზრუნველყოს საკუთარი ინტერესების დაცვა ადმინისტრაციის ინფორმირებულობა.