GEM Fest-ზე ახალგაზრდების უცნობი ნივთიერებით მოწამლვა გრძელდება

გამოწერა
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ანაკლია-განმხუხურის ზონიდან, GEM Fest-ის მონაწილე კიდევ ექვსი ახალგაზრდა შეიყვანეს, რომელთაგან 4 მთელი ღამის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. გვიან ღამით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ანაკლია-განმხუხურის ზონიდან GEM Fest-ის მონაწილე კიდევ ექვსი ახალგაზრდა შეიყვანეს, რომლებსაც გაურკვეველი ნივთიერებით მოწამვლის სიმპტომები აღენიშნებოდათ.

GEM Fest 2017 - Sputnik საქართველო
უბედური შემთხვევა განმუხურში: GEM FEST-ზე ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

როგორც „Sputnik-საქართველოსთან“ სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ნიორაძე აცხადებს, 4 მთელი ღამის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ამ დროისთვის ექვსივე ახლაგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ: გუშინ ანალოგიური დიაგნოზით — გაურკვეველი ნივთიერებით მოწამვლა — ზუგდიდის რეფერელურ საავადმყოფოში ათამდე ახალგაზრდა მოათავსეს, რომელთან ერთი, დაახლოებით 24 წლის გოგონა გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0