თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. უბედური შემთხვევა მოხდა განმუხურში. როგორც ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“კორესპონდენტი ჯემალ ღამბაშიძე იტყობინება, მუსიკალურ ფესტივალზე GEM FEST ახალგაზრდა ქალი გამთენიისას უგონო მგომარეობაში იპოვეს.
ქალი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა პაციენტის გარდარჩენა ვერ შეძლეს.
დაუდატურებელი ინფორმაცით, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკის ჭარბი დოზა გახდა.
გარდაცვალების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურბენენ.
უწყების ცნობით, მომხარდზე გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.