GEM Fest-ის უსაფრთხოებას შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი უზრუნველყოფს

გამოწერა
ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბული ფესტივალი GEM Fest 2017 ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ელექტრონული მუსიკის ფესტივალ GEM Fest 2017-ის მონაწილეებისა და სტუმრების უსაფრთხოებას, რომელიც ანაკლიაში იმართება, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი უზრუნველყოფს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უსაფრთხოების საკითხებს შსს-ს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია ადგილზე დაესწრო, რომელსაც თან ახლდა აშშ-ის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) წარმომადგენელი, ფესტივალების დაგეგმარებისა და კოორდინაციის ექსპერტი პატრიკ სმიტი.

„ჩვენ ღონისძიებისთვის მზადება ერთი თვის წინ დავიწყეთ. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ყოველივე იმან, რაც აქ ვნახე — თანამშრომლების მომზადების დონე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აქ მრჩევლის სტატუსით ვიმყოფებით, ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ მათგან. იმედი მაქვს, რომ დაგეგმილი ღონისძიება წარმატებით ჩატარდება“, — განაცხადა სმიტმა.

GEM FEST 2017 - Sputnik საქართველო
ანაკლიაში 14 ივლისს GEM FEST 2017 იწყება

ფესტივალზე უსაფრთხოებას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტთან ერთად,  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის და დაცვის პოლიციის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.

GEM Fest 2017 ანაკლიაში 14 ივლისს აიღებს სტარტს და ერთი თვე, 14 აგვისტომდე გაგრძელდება. ის რვა საკლუბო სცენას და მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლუბური მუსიკის 500-ზე მეტ სახელოვან შემსრულებელს გააერთიანებს. როგორც შარშან, GEM Fest 2017 შავი ზღვის პირას, სუბტროპიკების, კონცეპტუალური არქიტექტურისა და არტ-ობიექტების ბუნებრივ დეკორაციებში გაიმართება. აფხაზეთის მოსახლეობისთვის შესვლა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0