საქართველოში სიგარეტის სტანდარტული კოლოფებით გაყიდვის დაწყება გადაიდო

© Sputnik / Alexander Imedashviliსიგარეტის კოლოფები
სიგარეტის კოლოფები - Sputnik საქართველო
გამოწერა
2022 წლიდან საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ყველა სიგარეტის კოლოფი იქნება ნაცრისფერი და მასზე მოწევის მავნებლობის შესახებ სამი გამაფრთხილებელი წარწერა იქნება დატანილი.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების ძალაში შესვლა 2022 წლამდე გადადეს, ნათქვამია "საქართველოს საკანონმდებლო მაცნის" ვებ-გვერდზე განთავსებულ კანონპროექტში.

მანამდე კანონპროექტის ავტორმა, მმართველი პარტიის დეპუტატმა გუგული მაღრაძემ განაცხადა, რომ ის ძალაში 2018 წლის 1 სექტემბერს შევა.

სტანდარტულად ჩაითვლება სიგარეტის ნაცრისფერი კოლოფები, მოწევის მავნებლობის შესახებ სამი გამაფრთხილებელი წარწერითა და პიქტოგრამით, რომელზეც იქნება მითითებული მხოლოდ ბრენდის დასახელება და არ იქნება წარწერები "ლაითი", "სუპერლაითი", "მენთოლით", "ულტრათხელი".

"გადავადების გადაწყვეტილება უკავშირდება ევროკავშირის სტანდარტებს, რომლებიც ბევრ ქვეყანას ურჩევენ არ იჩქარონ ახალი ნორმის ამოქმედებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, საყურადღებოა ფისკალური ეფექტიც. რა თქმა უნდა, ეს არ არის მთავარი პრიორიტეტი, თუმცა საგადასახადო შემოსავლების საკითხს პასუხისგებით უნდა მოვეკიდოთ. ყველას ვარწმუნებ, რომ ჩვენსა და თამბაქოს ინდუსტრიას შორის არანაირი შეთქმულება არ არის და არც შეიძლება იყოს", — განაცხადა დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

სიგარეტის მწეველი - Sputnik საქართველო
რჩევები თამბაქოსთვის თავის დანებების მსურველებს

ეს არ არის ერთდერთი შეზღუდვა, რომელიც მწეველებს შეეხება.

2018 წლის 1 მაისიდან საქართველოში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოწევის სრული აკრძალვა ამოქმედდება. გამონაკლისს წარმოადგენს ბარების და რესტორნების ღია ვერანდები და ტერასები, ქუჩა, სამორინე, საპატიმრო დაწესებულებები, ფსიქიატრიული დაწესებულებები და სიგარა-ბარები.

2020 წლის 1 იანვრამდე მოწევა დაშვებულია იქნება ღია სტადიონებზე და სასტუმროების ნომრებში, რომლებიც მწეველთათვის არის განკუთვნილი.

2018 წლის 1 სექტემბრიდან სიგარეტის გაყიდვა აიკრძალება საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან 50 მეტრის რადიუსში, საჯარო დაწესებულებებში, მაღაზიების სექციებში, სადაც იყიდება ბავშვის ტანსაცმელი, კვების პროდუქტები და სათამაშოები, ასევე აიკრალება სიგარეტის ღერების ცალობით გაყიდვა.

დანარჩენ ადგილებში სიგარეტი, სიგარები, პაპიროსი, ელექტრონული სიგარეტი გაიყიდება დახურული ყუთებიდან ისე, რომ მყიდველისთვის თვალსაჩინო არ იყოს.

არ შეიძლება სიგარეტის რეკლამა, ჩუქება, გათამაშება, ავტომობილიდან გაყიდვა.

საინფორმაციო საშუალებებში, ბეჭდვით და ელექტრონულ გამოცემებში, მასობრივი ჩვენებების დროს და თეატრალურ დადგმებში აიკრძალება სიგარეტის მოწევის ან თამბაქოს გამოყენების სხვა ფორმების დემონსტრირება. გამონაკლისი იქნება შემთხვევები, როდესაც მწეველი პირდაპირი ეთერის კადრში შემთხვევით მოხვდება.

თამბაქოს ნაწარმის გაყიდვის წესების დარღვევა დაისჯება 150-დან 5000 ლარამდე ჯარიმით, სიგარეტის მოწევის დემონსტრირება, მათ შორის თეატრალურ დადგმებსა და მედიაში — 10 000 ლარით, ხოლო სიგარეტის მოწევა დაუშვებელ ადგილას — 50 ლარით.

© photo: Sputnik / Stanislav Kozliakowskyცხოვრება სიგარეტთან ერთად
ცხოვრება სიგარეტთან ერთად - Sputnik საქართველო
ცხოვრება სიგარეტთან ერთად

 

ყველა ახალი ამბავი
0