თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი მმართველი პარტია "ედიანაი როსიადან" არტიომ კავინოვი თბილისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოიწვია, განუცხადეს "Sputnik-საქართველოს" რუსი დეპუტატის პრეს-სამსახურში.
კავინოვი თბილისში ოთხშაბათს ჩამოვიდა. იმავე დღეს ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.
"დეპუტატი ამჟამად შვებულებაშია, ის საქართველოში ეკლესიების მოსალოცად ჩავიდა. ეს კერძო ვიზიტია. კავინოვი ქვეყანაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოწვევით მისი სახელდების დღეზე ჩავიდა", — განაცხადა პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.
პრეს-სამსახურის ინფორმაციით, კავინოვი საქართველოს მთებში ქართულ ტაძრებში მოილოცებს. რუსი დეპუტატი ქვეყნის დატოვებას შაბათს გეგმავს.
არტიომ კავინოვი, სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის წევრი დსთ-ის ქვეყნების, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირების საკითხებში, რუსი დეპუტატების იმ დელეგაციის შემადგენლობაში იყო, რომლებიც ამა წლის ივლისში მოსკოვში შეხვდნენ პარლამენტის დეპუტატებს საქართველოდან — ოპოზიციური პარტია "პატრიოტთა ალიანსის" წევრებს.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.