რუსეთის სათათბიროს დეპუტატი "ედინაია როსიადან" საქართველოში იმყოფება

© Sputnik / Alexander Imedashviliძველი თბილისი
ძველი თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი პარტია "ედინაია როსიას" დეპუტატი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი მმართველი პარტია "ედინაია როსიადან" არტიომ კავინოვი თბილისში კერძო ვიზიტით იმყოფება და არაპოლიტიკურ დონეზე რიგ შეხვედრებს მართავს, განუცხადეს "Sputnik-საქართველოს" დეპუტატის პრეს-სამსახურში.

კავინოვი თბილისში ოთხშაბათს ჩამოვიდა. იმავე დღეს ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.

"ეს არის კერძო ვიზიტი ადამიანური ურთიერთობების დონეზე, ასე ვთქვათ… ესაა ვიზიტი, რომელსაც არანაირი პოლიტიკური სარჩული არ უდევს", — განაცხადეს დეპუტატის პრეს-სამსახურში.

ფრაქცია საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლებმა ბრიფინგზე რუსეთის სახწელმწიფო დუმის დეპუტატებთან შეხვედრის შეჯამებაზე ისაუბრეს - Sputnik საქართველო
ეს დასაწყისია: "პატრიოტთა ალიანსი" რუსეთის დუმის დეპუტატებთან შეხვედრებს განაგრძობს

კავინოვი საქართველოს შაბათს დატოვებს. მანამდე ეწვევა ქვეყნის მართლმადიდებლურ ტაძრებს.

არტიომ კავინოვი, სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის წევრი დსთ-ის ქვეყნების, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირების საკითხებში, რუსი დეპუტატების იმ დელეგაციის შემადგენლობაში იყო, რომლებიც ამა წლის ივლისში მოსკოვში შეხვდნენ პარლამენტის დეპუტატებს საქართველოდან — ოპოზიციური პარტია "პატრიოტთა ალიანსის" წევრებს.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

ყველა ახალი ამბავი
0