მაღაზიების დახლებზე ქათმის შხამიანი კვერცხი მოხვდა

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიქათმის კვერცხი
ქათმის კვერცხი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰოლანდიაში 147 მეფრინველეობის ფაბრიკას საბოლოო შემოწმების დასრულებამდე აეკრძალა პროდუქციის მიწოდება მაღაზიებში.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. მილიონი ქათმის კვერცხი, რომელიც მწერების საწინააღმდეგო ტოქსიკურ ნივთიერებას შეიცავდა, გერმანიის, ნიდერლანდებისა და ბელგიის მაღაზიების დახლებზე მოხვდა, იუწყება "Sputnik-ბელარუსი" გერმანულ პორტალ Local-ზე დაყრდნობით.

ტოქსიკური ნივთიერება ფიპრონილის შემცველი კვერცხები თავდაპირველად ჰოლანდიასა და ბელგიაში აღმოაჩინეს. მოგვიანებით 900 000-მდე დაინფიცირებული კვერცხი გერმანიის მაღაზიების დახლებზე ჰოლანდიური ფერმებიდან მოხვდა.

ნაყინის საწარმო - Sputnik საქართველო
საქართველოში ქართული წარმოების ნაყინი პათოგენური ორგანიზმებით დაბინძურებაზე შეამოწმეს

ქვეყანაში არსებული 180-დან 147 მეფრინველეობის ფაბრიკიდან პროდუქციის მაღაზიებში მოწოდება აიკრძალა. შემოწმების დასრულებამდე, სანამ არ დადასტურდება, რომ მათი პროდუქცია ადამიანების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოა, ფაბრიკები დაკეტილი იქნება.

საქმეს ქვეყნის პროკურატურა იძიებს.

ფიპრონილი გამოიყენება ტკიპების, ტილებისა და სხვა მავნე მწერების წინააღმდეგ. კატეგორიულად დაუშვებელია მისი გამოყენება იმ ცხოველების სამკურნალოდ, რომელთა ხორცი საკვებად გამოიყენება. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას ის იწვევს გულის რევას, თავის ტკივილს, კანის გაღიზიანებასა და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს. აგრეთვე ის არღვევს ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციას.

ყველა ახალი ამბავი
0