საქართველოში ქართული წარმოების ნაყინი პათოგენური ორგანიზმებით დაბინძურებაზე შეამოწმეს

© photo: Sputnik / Саид Царнаев / გადასვლა მედიაბანკშინაყინის საწარმო
ნაყინის საწარმო - Sputnik საქართველო
გამოწერა
პათოგენური ორგანიზმები საფრთხეს უქმნის ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქართული წარმოების ნაყინის 150 სახეობა შეამოწმა და დაადგინა, რომ არცერთი მათგანი პათოგენური მიკროორგანიზმებით დაბინძურებული არ არის. 

ქართული ნუგბარი — ჩურჩხელა - Sputnik საქართველო
თბილისში გამოჩნდა ნაყინი ხვანჭკარისა და ჩურჩხელის არომატით

სააგენტომ მთლიანობაში ქართული წარმოების ნაყინის 21 სახეობა შეამოწმა. პათოგენური ორგანიზმების  - სალმონელა და ლისტერია მონოციტოგენეზი — არსებობაზე ლაბორატორიულად 105 სახეობა გამოიკვლიეს

„ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ნაყინის 105 ნიმუშიდან არცერთი არ არის დაბინძურებული პათოგენური მიკროორგანიზმებით", — აღნიშნულია განცხადებაში.

ლისტერია მონოციტოგენეზი (Listeria monocytogenes) პათოგენური მიკროორგანიზმია, რომელიც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ბავშვებისა და ორსული ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. 

სალმონელა (Salmonella) არის ბაქტერიათა ჯგუფი, რომელიც იწვევს ტიფოიდურ დაავადებებს და მწვავე გასტროენტეროკოლიტს. უმეტესად აზიანებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს.

 

ყველა ახალი ამბავი
0