თბილისში გამოჩნდა ნაყინი ხვანჭკარისა და ჩურჩხელის არომატით

ქართული ნუგბარი — ჩურჩხელა
ქართული ნუგბარი — ჩურჩხელა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ნატურალურ ნაყინს ტაილანდური ტექნოლოგიით ამზადებენ.

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. თბილისში გამოჩნდა ნაყინი ნახევრადტკბილი წითელი ხვანჭკარის და ჩურჩხელის არომატით, რომელიც ტაილანდური ტექნოლოგიით მზადდება.

სიახლე ნაყინის მწარმოებელმა Ice 'N Rolls-მა წარმოადგინა. ნაყინი Ice 'N Rolls ტაილანდში გაჩნდა და პოპულარობა მთელ მსოფლიოში დაიმსახურა როგორც ყველაზე ნატურალურმა ნაყინმა. მისი უნიკალურობა იმაშია, რომ მომხმარებელი ნაყინის ინგრედიენტებს თავად ირჩევს და ნუგბარი მის თვალწინ რამდენიმე წუთში მზადდება.

ნაყინის ინგრედიენტები ქუცმაცდება სპეციალურ დანადგარზე, რომელიც მას 30 გრადუსამდე აციებს. დესერტი როლების სახით იყიდება — აქედან მოდის მისი სახელწოდება "აის როლი".

ყველაზე ქართული ნაყინი ჩურჩხელისა და ხვანჭკარის გემოთი შემდეგნაირად მზადდება: რძიან ნარევს ემატება ღვინო, ხოლო გაყინული როლები დაჭრილი ჩურჩხელის ნაჭრებით ირთვება.

ქართული კომპანია Ice 'N Rolls, რომელიც 2017 წლის მაისში გაიხსნა, მომხმარებელს 40 ნატურალური ინგრედიენტისგან (ხილი, თხილი) ორის არჩევას სთავაზობს, მათგან სხვადასხვა ნაყინის 700 კომბინაციის შექმნა შეიძლება.

ყველა ახალი ამბავი
0