ლევან იზორია ავღანეთში დაღუპული სამხედროს გამო მწუხარებას გამოთქვამს

© Sputnik / Alexander Imedashviliთავდაცვის მინისტრი ლევან იზორია
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი სამხედრო, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე მდინარი ბებიაშვილი ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპა

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის, უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

"მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე მდინარი ბებიაშვილი ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა. ის 25 წლის იყო, ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. ის ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში ორჯერ — 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის გარდაცვალების გამო. უმცროსი სერჟანტი გუშინ საღამოს ავღანეთის რესპუბლიკაში ბატალიონის ოცეულის ფარგლებში ამერიკელ და ადგილობრივ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ახორციელებდა პატრულირებას, რა დროსაც ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა ტერორისტული აქტი", — განაცხადა იზორიამ.

თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
ავღანეთის სამხედრო ბაზაზე თავდასხმისას ქართველი სამხედრო დაიღუპა

ტერორისტული აქტის დროს სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები მიიღო კიდევ სამმა ქართველმა სამხედრომ — კაპიტანმა ამირან გვირჯიშვილმა, უფროსმა ლეიტენანტმა გიგა ხახუტაშვილმა და კაპრალმა გეგა ხარშილაძემ.

"გვყავს ასევე სამი სამხედრო მოსამსახურე დაჭრილი. ორი მათგანის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ხოლო მესამე სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა ბაგრამის ჰოსპიტალში ყველაფერი კეთდება, რათა მისი მდგომარეობა", — დასძინა მინისტრმა.

მდინარი ბებიაშვილი 2010 წლიდან ავღანეთში დაღუპული 32-ე ქართველი სამხედროა.

მისია "გადამწყვეტი მხარდაჭერა", რომელიც 2015 წლის 1 იანვრიდან დაიწყო, არასაბრძოლო ხასიათისაა. ნატოს ჯარისკაცებს შეუძლიათ შეტევის მოგერიება, მაგრამ ისინი არ მონაწილეობენ ავღანეთის უშიშროების ძალებთან ერთად საბრძოლო მოქმედებებში.

 

ყველა ახალი ამბავი
0