ბათუმისა და თბილისის აეროპორტებში მგზავრების რაოდენობა იზრდება

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები აეროპორტში
ტურისტები აეროპორტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი ივლისში 42%-ით გაიზარდა, ხოლო ბათუმის აეროპორტში - 65%-ით.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. 2017 წლის ივლისში მგზავრთნაკადმა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, ნათქვამია TAV Georgia-ს მმართველი კომპანიის განცხადებაში Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოს აეროპორტებმა მგზავრთა ნაკადი 48,6%-ით გაზარდეს

კომპანიის მონაცემებით, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  მგზავრთნაკადი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42%-ით გაიზარდა. ივლისში აეროპორტი  371 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა.

ალექსანდრე ქართველის სახლობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 65%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ივლისში ეს აეროპორტი 100 600-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა.

TAV Georgia-ს მონაცემებით, ფრენების რაოდენობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიზარდა 42%-ით, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში — 31%-ით.

ივლისში საქართველოს ესტუმრა 982 500-მდე უცხოელი ვიზიტორი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28,5%-ით მეტია. ვიზიტორთა რაოდენობამ, რომელთაც საქართველოში 24 საათი და მეტი დრო დაჰყვეს, 519 400-ზე მეტი ადამიანი შეადგინა, ხოლო 24 საათზე ნაკლები დრო — 231 500-ზე მეტი. 


ყველა ახალი ამბავი
0