სააკაშვილი პოლონეთშია

© facebook.com/SaakashviliMikheilმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მასმედია აქტიურად განიხილავს საკითხს, თუ რა დოკუმენტით შეძლო საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთში გამგზავრება იმის გათვალისწინებით, რომ მას უკრაინამ მოქალაქეობა ჩამოართვა.

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik.  საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთს ეწვია, სადაც მონაწილეობა მიიღო ვარშავის ამბოხების 73-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებაში.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა საქართველოსა და უკრაინის, პოლონეთთან ურთიერთობებისა და 2008 წლის აგვისტოში ქვეყნის ექს-პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის მნიშვნელოვანი როლის შესახებ. ღონისძიებების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში პოლონურმა გამოცემა Telewizja Republika-მა გამოაქვეყნა.  

პოლონეთში სააკაშვილის ვიზიტმა მასმედიის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო იმასთან დაკავშირებით, რომ ივლისის ბოლოს უკრაინის ხელისუფლებამ მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. შესაბამის ბრძანებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოაწერა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძვლად დასახელდა ის, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა უკრაინის მოქალაქეობის მისაღებად ანკეტის შევსებისას ცრუ ინფორმაცია მიუთითა, თითქოსდა მასზე საქართველოში გამოძიება არ მიმდინარეობდა.

სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლება სახელმწიფო საემიგრაციო სამსახურის ანკეტაში მისი ხელმოწერის ფალსიფიკაციაში დაადანაშაულა, რომელიც მან 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობის მისაღებად შეავსო. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა მანამდე ჩამოართვეს, გრაფიკული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს. 

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
მიიღებს თუ არა სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობას: პრეზიდენტი დუმს

ექს-პრეზიდენტმა მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს პირობა მისცა, რომ ბოლო წუთამდე იბრძოლებს უკრაინაში დასაბრუნებლად და ხელისუფლების შესაცვლელად. როდესაც უკრაინაში სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ის აშშ-ში იმყოფებოდა.

სააკაშვილმა საქართველო 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. სააკაშვილმა, რომელიც ერთ დროს უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თანამოაზრე იყო, 2015 წლის მაისში უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ოდესის ოლქის გუბერნატორი გახდა. 2016 წელს კი ის თანამდებობიდან სკანდალით გადადგა — მან პოროშენკო რეგიონში დანაშაულებრივი კლანების მფარველობაში დაადანაშაულა და დააარსა ოპოზიციური პარტია "ახალი ძალები" (Рух новых сил) და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლა დაიწყო.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილს დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი სარგებლობისთვის სახელმწოფო სახსრებიდან 5 მილიონი დოლარის გაფლანგვის ჩათვლით. ამჟამად სააკაშვილზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული.


ყველა ახალი ამბავი
0