ხანძარი კახეთის გზატკეცილზე ლიკვიდირებულია

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცეცხლის ქრობის პროცესში 30-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა.

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. გუშინ, საღამოს კახეთის გზატკეცილზე, შპს "შარავანდის" ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ელიავას ბაზრობაზე ხანძარი მოხდა - Sputnik საქართველო
ხანძარი თბილისში: დაიწვა 2500 კვადრატული მეტრი ფართობი

ხანძრის შესახებ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გუშინ, 20:07 საათზე შევიდა. სახანძრო–სამაშველო ჯგუფები ადგილზე სამ წუთში მივიდნენ. მათ, პირველ რიგში, ხანძრის კერასთან ახლოს მდებარე შენობიდან კომპანიის ათამდე თანამშრომელი გამოიყვანეს.

ხანძრის ჩასაქრობად დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო.

"ცეცხლის ქრობის პროცესში 30-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა", – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ცეცხლი ჩააქრეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ–ის 187–ე მუხლით "ნივთის დაზიანება ან განადგურება".

ყველა ახალი ამბავი
0