თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობები „უაღრესად დაბალ დონეზეა“ ამერიკული კონგრესის გამო, მიიჩნევს დონალდ ტრამპი, იუწყება РИА Новости.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტირუსული სანქციების ახალ პაკეტს გულისხმობს. კანონი ზღუდავს პრეზიდენტის უფლებამოსილებას სანქციების გაუქმებაზე და ამ საკითხებში კონგრესს ბოლო სიტყვის უფლებას აძლევს. აგრეთვე კანონის ძალა ენიჭება სანქციებს, რომლებიც პრეზიდენტ ბარაკ ობამას აღმასრულებელი ბრძანებულებების საფუძველზე მოქმედებს. ეს მნიშვნელოვნად ართულებს სანქციების გაუქმების ნებისმიერ პერსპექტივას მიუხედავად იმისა, მომავალში როგორ წარიმართება აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობები.
„ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან უაღრესად დაბალ და სახიფათო დონეზეა. კონგრესს უმადლოდეთ, ეს დამიანები მედიცინასაც ვერ გვაძლევენ“, — დაწერა ტრამპმა საკუთარ Twitter-ში.
ტრამპი უკმაყოფილოა იმით, რომ კონგრესი წინასწარ აპირებს შეისწავლოს პრეზიდენტის ნებისმიერი გადაწყვეტილება სანქციების ცვლილებასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებით.