რუსეთიდან სომხეთში გაზის მიწოდება საქართველოს გავლით შეჩერებულია

© photo: Sputnikგაზკომპრესორული სადგური
გაზკომპრესორული სადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბუნებრივი აირის მიწოდების შეჩერების გადაწყვეტილება სამშენებლო სამუშაოებს უკავშირდება, რომელიც მაგისტრალური გაზსადენის საქართველოს მონაკვეთზეა დაგეგმილი.

თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. სომხეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება 3 აგვისტოდან ერთი თვით შეჩერებულია. ეს მაგისტრალურ გაზსადენზე სამშენებლო სამუშაოებს უკავშირდება, იუწყება „Sputnik–სომხეთი“ კომპანია „გაზპრომ სომხეთზე“ დაყრდნობით.

„3 აგვისტოდან 30 კალენდრული დღით შეწყდა სომხეთში გაზის მიწოდება, რაც უკავშირდება სამშენებლო სამუშაოებს ჩატარებას მაგისტრალურ გაზსადენზე „ჩრდილოეთ კავკასია – ამიერკავკასია“, – აღნიშნულია კომპანიის პრეს–სამსახურის განცხადებაში.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: საქართველო 2017 წელს "გაზპრომისგან" ბუნებრივ აირს არ შეიძენს

ამასთან, კომპანია აცხადებს, რომ მოსახელობის გაზმომარაგება შეუზღუდავად განხორციელდება.

„მიზანშეწონილად მიგვაჩნია განვაცხადოთ, რომ ქართულმა მხარემ სიტყვიერად ამის შესახებ ჯერ კიდევ ივნისში გვაცნობა, რასაც უკვე შემდეგ ოფიციალური წერილი მოჰყვა“, – განმარტეს „გაზპრომ სომხეთში“ და აღნიშნეს, რომ ქართულმა მხარემ სამუშაოების ვადები წინასწარ შეათანხმა და მხოლოდ ამის შემდეგ განაცხადა ოფიციალურად 3 აგვისტოს სამუშაოების დაწყების შესახებ.

 „გაზპრომ სომხეთი“ რუსული „გაზპრომის“ შვილოვბილი კომპანიაა. მას სომხეთის შიდა ბაზარზე რუსული ბუნებრივი აირის მიწოდებისა და განაწილების მონოპოლიური უფლება აქვს.


ყველა ახალი ამბავი
0