გიაია „ბათუმსკი", „ბათუმის ტალღა" და მუსიკა, რომელსაც ზღვისა და წვიმის გემო აქვს

© FB/ Mamuka Chkhikvadzeგია დიასამიძე
გია დიასამიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გია დიასამიძე - მეზღვაური, კინორეჟისორი, მუსიკოსი, პროდიუსერი, არაერთი მუსიკალური კლიპის ავტორი. თავის დროზე მეზღვაურობას რეჟისორობა არჩია და მოსკოვში „ვგიკი“ დაამთავრა. მოგვიანებით, როგორც თავად ამბობს, დოკუმენტური კინოთი „მოიწამლა“.

მის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის „ბათუმის ტალღა“ გადაღების შემდეგ ბათუმელი რეჟისორების ამავე სახელწოდების გაერთიანების შექმნის იდეა გაუჩნდა. მისი განხორციელებით კი ბათუმში გარკვეულად კინოწარმოებას ჩაუყარა საფუძველი. ბატონ გიას ბათუმში დავუკავშირდით. 

© FB/ Chingiz Rasulzadehგია დიასამიძე
გია დიასამიძე - Sputnik საქართველო
გია დიასამიძე

- ბატონო გია, კინოსამყაროში როგორ მოხვდით, ეს ოჯახური ტრადიცია იყო, ბავშვობის ოცნება თუ სპონტანური გადაწყვეტილება?

— გეტყვით, რომ ოჯახში ყველას აქვს ხელოვნებასთან კავშირი: დედა მუსიკოსია, მამა, ავთანდილ დიასამიძე რეჟისორი იყო, თავიდან მსახიობი, აჭარის დამსახურებული არტისტი, მერე – დრამის რეჟისორი. მოგვიანებით ბათუმის თოჯინების თეატრის პირველი რეჟისორი გახლდათ. ორი უფროსი ძმა მყავს, ერთი მსახიობია, მეორე —ტელევიზიის რეჟისორი. მოსკოვში სასწავლებლად გვიან, 31 წლის ასაკში წავედი. „ვგიკის“ სარეჟისორო მაქვს დამთავრებული. 

- ვინ იყვნენ თქვენი პედაგოგები?

— მე ანდრეი ეშპაის სახელოსნოში ვიყავი, საკმაოდ წარმატებული რეჟისორია, დოკუმენტალისტიკაში პედაგოგი მყავდა სერგეი მიროშნიჩენკო, რომელმაც დოკუმენტური კინოთი მომწამლა. თუმცა მხატვრული კინოს სახელოსნო იყო, მე დოკუმენტურ კინოსაც გავდიოდი. 

© FB/ David Diasamidzeგია დიასამიძე
გია დიასამიძე - Sputnik საქართველო
გია დიასამიძე

- ბათუმელ რეჟისორებზე ფილმის გადაღების იდეა როგორ გაგიჩნდათ?

— იდეა მას შემდეგ გამიჩნდა, რაც ვნახე, როგორ გაიზარდნენ ბათუმელი რეჟისორები, რომლებსაც შემოქმედებითი იდეები დაუგროვდათ. ამ თემაზე გადავიღე ფილმი, რომელსაც „ბათუმის ტალღა“ დავარქვი. ასე რომ, იდეა ბათუმელი რეჟისორების ამავე სახელწოდების გილდია შექმნილიყო, მე მეკუთვნის, დირექტორად ამირჩიეს და იმ გადაღებული 10 ფილმის პროდიუსერიც მე გახლავართ. ეს ფილმები ბიუჯეტის გარეშე გადავიღეთ და ორსაათიანი კინოპროდუქცია ასე დავდეთ.

© FB/ Holy offering / ზვარაკიგია დიასამიძე
გია დიასამიძე - Sputnik საქართველო
გია დიასამიძე

- თუ შეძელით ბათუმელი რეჟისორების იმაში დარწმუნება, რომ ბათუმში კინოწარმოება დაწყებულიყო?

— იცით, როცა რეჟისორებმა ნახეს ის დოკუმენტური ფილმი, რაც მათზეა, რომლის კადრშიც თავად იყვნენ, თანაც იქ ძველ, სტუდენტურ ფილმებსაც ერთად მოვუყარე თავი, მართლა დარწმუნდნენ, რომ იმ 20 წელს თურმე უქმად არ ჩაუვლია. როგორც ყველა ქართველი, ისინიც უკმაყოფილო იყვნენ და აცხადებდნენ — ეს არაფერიაო. მე კი ვუმტკიცებდი, რაც გაკეთდა, ეს ძალიან კარგი საფუძველია იმისთვის, რომ ბათუმში კინოწარმოება დავიწყოთ–მეთქი. ამ 20–მა წელმა თავისი საქმე გააკეთა და ჩვენ კინოწარმოების საფუძვლის ჩაყრა დავიწყეთ. რეჟისორების პირველი თაობა დღეს მაინც მუშაობს, მართალია, ისინი კინოში არ არიან, მაგრამ ტელევიზიაში მაინც მუშაობენ. 

- ბატონო გია, გარდა რეჟისორობისა, საკმაოდ ნიჭიერი მუსიკოსიც ხართ…

— მართალია, მუსიკალური განათლება არ მაქვს მიღებული, მაგრამ სხვადასხვა ინსტრუმენტებზე – აკორდეონი, გიტარა, ფანდური, კლავიში – მაინც ვუკრავ. ალბათ, გახსოვთ ჯგუფი „აუტსაიდერი“, მე მისი წევრი ვიყავი. ცნობილი კლიპი „აღმოსავლური ტანგო“, ჩემი და რობი კუხიანიძის გადაღებულია. ამას გარდა, რამდენიმე სხვა სიმღერაც ერთად გადავიღეთ. „ზუმბა-ლენდის“ ვოკალისტიც ვიყავი. მე და ზუმბა ფოლკლორულ ფილმებზე ერთად ვმუშაობდით. 

© FB/ Holy offering / ზვარაკიგია დიასამიძე
გია დიასამიძე - Sputnik საქართველო
გია დიასამიძე

- ამბობენ, ყოფილი ბათუმელი არ არსებობსო…

— 1990 წლიდან თბილისში ვცხოვრობ. როგორც ყველა ბათუმელი, პირველ რიგში, მეც მეზღვაური ვარ. 19 წლის ვიყავი, თბილისში რომ გადმოვედი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველამ იცის, რომ დღემდე გიაია ბათუმელი ვარ, ანუ ბოლომდე მაინც „ბათუმსკი“ დავრჩი… 

© FB/ Holy offering / ზვარაკიგია დიასამიძე
გია დიასამიძე - Sputnik საქართველო
გია დიასამიძე

- ადრინდელ ბათუმზე რა გახსენდებათ? 

— იცით, რა მახსენდება? მე და ჩემი ბავშვობის მეგობარი, მუსიკოსი ვაჟა ტუღუში ზღვაზე რომ დავდიოდით… კლასიკური გიტარა მან მასწავლა და შემაყვარა. ბათუმური ქალაქური მუსიკა მაშინ არ არსებობდა, მაგრამ რაც დღესაა ჩამოყალიბებული, ის მან შექმნა. მხოლოდ  ვაჟას გამოსდიოდა ისეთი მუსიკა, რომელსაც ზღვისა და წვიმის გემო ჰქონდა…  

 

 

ყველა ახალი ამბავი
0