თბილისის რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

© Sputnik / Anna Yarovikovaსაქალაქო ტრანსპორტი
საქალაქო ტრანსპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ცენტრში 4 აგვისტოდან ტრანსპორტის მოძრაობა ათონელისა და თაბუკაშვილის ქუჩებზე შეიზღუდება.

თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. ორბელიანის მოედანზე საინჟინრო–საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის გამო,  4 აგვისტოდან თბილისის ცენტრში რამდენიმე ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, აღნიშნულია დედაქალაქის მერიის განცხადებაში.

კერძოდ, მოძრაობა შეიზღუდება 22:00 საათიდან ათონელის ქუჩაზე მშრალი ხიდის მიმართულებით და ხაზინის ქუჩის კუთხემდე. 

პეკინის გამზირი - Sputnik საქართველო
გახდება თუ არა მოძრაობა პეკინზე ცალმხრივი: მიმდინარეობს კვლევა

გარდა ამისა, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება თაბუკაშვილის ქუჩაზე ფურცელძის ქუჩის კვეთიდან ჭანტურიას ქუჩის კუთხემდე.

როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, ამასთან დაკავშირებით შეიცვლება ამ ქუჩებზე მოძრავი რამდენიმე საქალაქო ავტობუსის, კერძოდ, N20 და N23 ავტობუსების მარშრუტები. ცვლილებები შეეხება სამარშრუტო მიკროავტობუსებსაც.

თბილისის მერია თბილისელებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

უწყებაში არ აზუსტებენ, როდემდე იმოქმედებს ეს შეზღუდვები.


ყველა ახალი ამბავი
0