თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერია პეკინის გამზირზე ავტომობილების ცალმხრივი მოძრაობის შესაძლებლობას სწავლობს, განაცხადა თბილისი მერმა დავით ნარმანიამ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.
ამჟამად პეკინის გამზირზე კაპიტალური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით ამ და მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა განსხვავებულად ხორციელდება.
"პროცესი მიმდინარეობს დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, რათა 10 სექტემბრისთვის, სასწავლო წლის დაწყებამდე ჩვენმა თანამოქალაქეებმა პეკინზე შეუფერხებლად გადაადგილება შეძლონ. ინფრასტრუქტურული სამუშაოების პარალელურად, მიმდინარეობს კვლევა პეკინის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესების თაობაზე", — განაცხადა ნარმანიამ.
მერის თქმით, ამ დროისთვის პირველ ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოების 90%-ზე მეტი დასრულებულია.
სარემონტო სამუშაოები პეკინის გამზირზე 16 ივნისს დაიწყო და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.