შსს უარყოფს ნარკოტიკისთვის დაკავებულის ცემის ფაქტს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliშსს–ს შენობა
შსს–ს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
"თეთრი ხმაურის მოძრაობის" წარმომადგენლებმა, რომლებიც ქვეყნის ხელისუფლებას მკაცრი ნარკოპოლიტიკისთვის აკრიტიკებენ, განაცხადეს, რომ მათი აქტივისტი პოლიციელებმა სცემეს.

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შსს უარყოფს ინფორმაციას პოლიციელების მხრიდან "თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტის ბაქარ ყორშიას ცემის შესახებ, რომელიც ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალ GEM Fest-ზე ნარკოტიკების გამო დააკავეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия უწყების პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.

ყორშიას დაკავებისა და შესაძლო ცემის შესახებ ინფორმაცია "თეთრი ხმაურის მოძრაობამ" ხუთშაბათს გაავრცელა. ყორშიას ბრალად ედება ნარკოტიკული ნივთიერება "ექსტაზის" უკანონო შეძენა-შენახვა. ამჟამად ის ანაკლიიდან ზუგდიდის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

"თეთრი ხმაურის მოძრაობის" მონაცემებით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია სახალხო დამცველის აპარატი და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია".

პოლიციის მანქანა ბათუმში, შსს-ს შენობის წინ - Sputnik საქართველო
პოლიციამ ბათუმში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკი ამოიღო

საზოგადოებრივი ორგანიზაცია "თეთრი ხმაური" ქვეყნის ხელისუფლებას მკაცრი ნარკოპოლიტიკის გამო აკრიტიკებს. აქტივისტებმა შექმნეს კამპანია "ბექა დამნაშავე არ არის". მათ გააპროტესტეს 2013 წელს ბექა წიქარიშვილის დაკავება, რომელსაც 70 გრამამდე მარიხუანა აღმოუჩინეს.

წიქარიშვილს 7-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. მან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, ეღიარებინა არაკონსტიტუციურად ნორმა პატიმრობის შესახებ პირადი მოხმარებისთვის 70 გრამამდე გამხმარი მარიხუანის შეძენა-შენახვის გამო. სასამართლომ მისი სარჩელი 2015 წლის ოქტომბერში დააკმაყოფილა და ის გაათავისუფლეს.

ამ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, მიმდინარე წლის თებერვალში საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონმდებლობის ის ნორმა, რომელიც 100 გრამი ნედლი მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის პატიმრობას ითვალისწინებდა.


ყველა ახალი ამბავი
0