პოლიციამ ბათუმში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკი ამოიღო

© photo: Sputnik / Seyran Baroyanპოლიციის მანქანა ბათუმში, შსს-ს შენობის წინ
პოლიციის მანქანა ბათუმში, შსს-ს შენობის წინ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მ.მ.-ს ნარკოლოგიური შემოწმებისას ნარკოტიკის უკანონოდ, ექიმის დანიშნულების გარეშე განმეორებით მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ბათუმში პოლიციამ 1987 წელს დაბადებული მ.მ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს, იუწყება შსს-ის პრესსამსახური.

დაკავებული პირი ხელბორკილებით - Sputnik საქართველო
თბილისში პოლიციამ ერთ კილოგრამზე მეტი ნარკოტიკი ამოიღო

„სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 40 ნატეხი და ამავე ნარკოტიკული საშუალების ფხვიერი მასა ამოიღეს, საერთო წონით — 17,69 გრამი“, — ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მ.მ.-ს ნარკოლოგიური შემოწმებისას ნარკოტიკის უკანონოდ, ექიმის დანიშნულების გარეშე განმეორებით მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

დაკავებულმ დანაშაული აღიარა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273-ე მუხლით).

ყველა ახალი ამბავი
0