პრემიერი: საქართველოს გაუმართლა, რომ შვეიცარიის სახით ასეთი მეგობარი ჰყავს

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი და ლუკას ბეგლინგერი
გიორგი კვირიკაშვილი და ლუკას ბეგლინგერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შვეიცარიას ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შვეიცარიის ელჩს, ლუკას ბეგლინგერს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და ქვეყნებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობებზე ისაუბრა.

შვეიცარიის კონფედერაციის დაარსებისადმი მიძღვნილი ფედერალური დღესასწაული 1 აგვისტოს აღინიშნება.

დორის ლოიტჰარდი - Sputnik საქართველო
შვეიცარიის პრეზიდენტი საქართველოს დეკემბრის თვეში ეწვევა

"საქართველოს ნამდვილად გაუმართლა, რომ ჰყავს ისეთი მეგობარი, როგორიც შვეიცარიაა. მართალია, ვაჭრობას, ბიზნესსა და ინვესტიციებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობებში, მაგრამ ჩვენი თანამშრომლობა ბევრად უფრო ყოვლისმომცველია", — განაცხადა კვირიკაშვილმა საზეიმო მიღებაზე.

მან ასევე ისაუბრა საქართველოსა და შვეიცარიას შორის მსგავსებაზე.

"ისევე, როგორც შვეიცარიას, საქართველოსაც აქვს უდიდესი მემკვიდრეობა მთების სახით. ჩვენი მთიანი რეგიონები არის საქართველოს კულტურისა და ტრადიციების ნამდვილი საგანძური", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერმა აღნიშნა შვეიცარიის როლი საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებაში და მადლობა გადაუხადა ქართველი ხალხის სახელით ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ქართულ-რუსულ ურთიერთობებში შუამდგომლობისთვის.

 

ყველა ახალი ამბავი
0