შვეიცარიის პრეზიდენტი საქართველოს დეკემბრის თვეში ეწვევა

© AFP 2024 / Ernesto BENAVIDESდორის ლოიტჰარდი
დორის ლოიტჰარდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისში გამართულ შვეიცარიის კონფედერაციის დაარსებისდმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოში შვეიცარიის პრეზიდენტ დორის ლოიტჰარდის ვიზიტი 2017 წლის დეკემბერში იგეგმება, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილმა შვეიცარიის პრეზიდენტს საქართველოს გეგმები გააცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისში გამართულ შვეიცარიის კონფედერაციის დაარსებისდმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

კვირიკაშვილმა შვეიცარიის ელჩ ლუკას ბელინგერს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და ქვეყნებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობები აღნიშნა.

 „საქართველოს ნამდვილად გაუმართლა, რომ მას ჰყავს ისეთი მეგობარი, როგორიც შვეიცარიაა“, — განაცხადა პრემიერმა.

საქართველოსა და შვეიცარიას შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს საფუძველი 1992 წლის 10 ივნისს ჩაეყარა. ქვეყნები თანამშრომლობენ სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, ასევე ტექნიკურ, ფინანსურ და ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით.


ყველა ახალი ამბავი
0