ბათუმის ღამის კლუბში პოლიციელი დაჭრეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის ავტომობილი
საპატრულო პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მასმედიის ინფორმაციით, პოლიციელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ბათუმის ღამის კლუბში Sector 26 საქართველოს შსს-ს თანამშრომელი დაჭრეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ინციდენტი სამშაბათს, გვიან ღამით მოხდა. პოლიციელს ცეცხლსასროლი იარაღით ესროლეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პოლიცია - Sputnik საქართველო
ოძისში უცნობმა პირმა პოლიციელი დაჭრა

შსს-ში არ აზუსტებენ, დააკავეს თუ არა პოლიციელის დაჭრაში დამნაშავე.

რაც შეეხება შსს-ს თანამშრომელს, მასმედიის ინფორმაციით, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით "ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება", რაც ისჯება 18 თვემდე გამასწორებელი სამუშაოებით ან სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით, ან ერთიდან სამ წლამდე პატიმრობით.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0