თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. სოფელ ოძისში ნაცნობებთან სტუმრად მყოფი პოლიციელი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას იმ დროს არ ასრულებდა, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
ინციდენტი გუშინ, სტუმრებს შორის ჩხუბის ნიადაგზე მოხდა. პოლიციელი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო დამნაშავე, თვითმხილველთა თქმით, დაკავებულია, თუმცა ამ ინფორმაციას შსს–ში არ ადასტურებენ.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ–ის მუხლით „ჯანმრთელობისთვის განზრახ დიდი ზიანის მიყენება“, ასევე „„ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების, ასაფეთქებელი ნივთიერებების, ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება“, რაც ითვალისწინებს პატიმრობას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.