თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შსს-მ უარყო ინფორმაცია, რომ ბათუმის კლუბ Sector 26-ში დაჭრილი მამაკაცი პოლიციის თანამშრომელია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
ინფორმაცია პოლიციელის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრის შესახებ ოთხშაბათს გავრცელდა. ინციდენტი სამშაბათს ღამით მოხდა. მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. საქმეს საქართველოს პროკურატურა იძიებს.
"ის არ ყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. დანარჩენი პროკურატურაში უნდა გაარკვიოთ", — განაცხადეს შსს-ს პრეს-სამსახურში.
როგორც ტელეკომპანია Rustavi2-მა გაარკვია, დაჭრილი 27 წლის ახალგაზრდა კლუბის კერძო დაცვის თანამშრომელია.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით "ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება", რაც ისჯება 18 თვემდე გამასწორებელი სამუშაოებით ან სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით, ან ერთიდან სამ წლამდე პატიმრობით.