ჭყოიძე: პენსის ვიზიტისგან და ნატოს წვრთნებისგან ბევრს არ უნდა ველოდოთ

© Sputnik / Denis Aslanovარჩილ ჭყოიძე
არჩილ ჭყოიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
როგორც „ერეკლე მეორის საზოგადოების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოში სხვადასხვა დროს არაერთი მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირი ჩამოსულა და არაერთი მწვავე განცხადება გაკეთებულა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის მაიკ პენსის მიერ საქართველოში გაკეთებულმა განცხადებებმა და ნატოს სამხედრო წვრთნებმა საზოგადოებას ზედმეტი მოლოდინები გაუჩინა, განაცხადა „ერეკლე მეორის საზოგადოების“ თავმჯდომარე არჩილ  ჭყოიძემ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში გამართულ ბრიფინგზე.

„ჩვენი ხელისუფლების და ოპოზიციის მხრიდან  ხდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რომ მაიკ პენსის ჩამოსვლით საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებს დაიბრუნებს, რომ ამერიკა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უპრეცენდენტოდ დაუჭერს მხარს, თუმცა, მსგავსი რამ საქართველოს ისტორიაში ჯერ არ მომხდარა“, — განაცხადა არჩილ ჭყოიძემ.  

მაიკ პენსი და გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
მაიკ პენსი საქართველოში: შეხვედრები, მხარდაჭერა და რუსეთის პოზიცია

როგორც „ერეკლე მეორის საზოგადოების“ თავმჯდომარემ  აღნიშნა, საქართველოში სხვადასხვა დროს არაერთი  მაღალი რანგის ამერიკელი  ოფიციალური პირი  ჩამოსულა და არაერთი მწვავე განცხადება გაკეთებულა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასთან დაკავშირებით. 

„ჯერ კიდევ 2005 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა საქართველოში ვიზიტისას პირდაპირ განაცხადა, რომ წითელი ხაზები გაავლო საქართველოს საზღვრებს და რუსები მას ვერ გადმოკვეთენ. გაცილებით მწვავე განცხადებები გააკეთა ოკუპაციასთან დაკავშირებით და პირობა დადო, რომ   საქართველო ძალიან მალე  გამთლიანდებოდა და  შევიდოდა ნატოში, თუმცა ამის შემდეგ ჩვენ დავკარგეთ კოდორის ხეობა, მოხდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთის მხრიდან და  ამერიკამ  ჩვენ ვერ დაგვიცვა“, — განაცხადა არჩილ ჭყოიძემ.  

მისი თქმით, დღეს  ხელისუფლებაც და ოპოზიციაც  კარგად უნდა დაფიქრდნენ არის თუ არა მსგავსი ტიპის განცხადებები და   წვრთნები ქვეყნისთვის მომგებიანი. 


ყველა ახალი ამბავი
0