კომპანია Energo Pro საქართველოში პოზიციებს იმყარებს

© photo: Sputnikელექტროგადამცემი ხაზი
ელექტროგადამცემი ხაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელექტროგამანაწილებელმა კომპანიამ გაკოტრებული „კახეთის ენერგოდისტიბუცია“ შეიძინა, რომელსაც კახეთის რეგიონში 130 ათასი მომხმარებელი ჰყავს.

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. ჩეხურმა ელექტროგამანაწილებელმა კომპანია Enegro-Pro Georgia-მ 22 მლნ ლარად „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ შეიძინა, განუცხადა  Sputnik Грузия-ს  Energo-Pro-ს პრეს-სამსახურის უფროსმა ავთანდილ დვალიშვილმა.

Energo-Pro Georgia-მ „კახეთის ენერგოდისტიბუცია“  სააღსრულებლოს ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე შეიძინა, რომელსაც კახეთის რეგიონში 130 ათასი მომხმარებელი ჰყავს. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: ბუნებრივ აირზე ტარიფები შეიძლება არ შეიცვალოს

აუქციონის ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც კომპანია გაკოტრებულად გამოაცხადეს. ცხრა წლის განმავლობაში ის გაკოტრების რეჟიმში მუშაობდა. პირველი აუქციონი ერთი თვის წინ ჩატარდა, მაგრამ მაშინ კომპანიის შეძენის მსურველი არ გამოჩნდა.

 „კომპანიაEnergo-Pro Georgia-მ კომპანია „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ აქტივები 22 მლნ ლარად შეიძინა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ჩვენმა კომპანიამ  რამდენიმე დღის წინ  „თიბისი ბანკისგან“ 13 მლნ ევროს ოდენობის სესხი აიღო. ამ თანხის ნაწილი კომპანიის შეძენას მოხმარდა, მეორე ნაწილი კი მის რეაბილიტაციას მოხმარდება“, — განაცხადა დვალიშვილმა.

დღევანდელი მდგომარეობით Energo-Pro Georgia-ს საკუთრებაში ორი სადისტრიბუციო  ენერგოკომპანიაა — „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანია“ (780 ათასი მომხმარებელი),  „აჭარის ენერგოკომპანია“ (95 ათასი მომხმარებელი“ და 10 ჰესი. კომპანია Energo-Pro Georgia-ს დაფარვის არეალი ქვეყნის ტერიტორიის 70%-ს მოიცავს, ხოლო აბონენტების რიცხვი დაახლოებით 900 ათასია.

 „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ შეძენის შემდეგ  Energo-Pro ქვეყნის რეგიონებში ერთადერთი ელექტროგამანაწილებელი კომპანია ხდება.


ყველა ახალი ამბავი
0