საქართველოში აბორტი 19-მა მოზარდმა გაიკეთა

© Fotolia / Sudok1საავადმყოფოს დერეფანი
საავადმყოფოს დერეფანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ბოლო წლებში ორსულობის შეწყვეტის ფაქტები შემცირდა

თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik.  საქართველოში 2016 წლის განმავლობაში ოფიციალურად 29,6 ათასზე მეტი აბორტია დაფიქსირებული, მათგან 19 შემთხვევა 15 წლამდე ასაკის არასრულწლოვანებზე მოდის, ნათქვამია „საქსტატის“ მონაცემებში.  

საინტერესო ფაქტები ორსულობისა და ჩვილების შესახებ

ყველაზე მეტი აბორტი 20-დან 44 წლამდე ასაკის ქალებმა გაიკეთეს — 28,5 ათასი შემთხვევა. შემდეგ მოდის 15-დან 19 წლამდე (932 შემთხვევა) და 45-დან ზემოთ ასაკის (126 აბორტი) ქალები.

ამასთან, 2016 წელს წინა წელთან შედარებით 11%-ით ნაკლები აბორტი დაფიქსირდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი აბორტის შემთხვევა  2012 წელს — 39 ათასი —  დაფიქსირდა.


ყველა ახალი ამბავი
0