რუსთავის მცხოვრებს ძაღლის მოკვლისთვის ბრალი წაუყენეს

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო ბრალდებულს ერთ წლამდე გამოსასწორებელი სამუშაოები ელოდება

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ბრალდება წაუყენა რუსთავის მცხოვრებს, რომელმაც ძაღლი ცემით მოკლა, აღნიშნულია მთავარი პროკურატურის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ჯაჭვით დაბმული ძაღლი - Sputnik საქართველო
რუსთავში მამაკაცი ორი დღის განმავლობაში ხოცავდა ლეკვებს

გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსთავში მცხოვრები ქალაქის ავტოსადგომზე 15 წუთის განმავლობაში ძელით, რომელზეც ლურსმანი იყო ჩაჭედებული, დაბმულ ძაღლს სცემდა. ძაღლი ჭრილობებისგან მოკვდა.

პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით 3000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ–ის მუხლით "ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა". ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავეს ჯარიმა ან ერთ წლამდე გამასწორებელი სამუშაოები ელოდება.

ყველა ახალი ამბავი
0