რუსთავში მამაკაცი ორი დღის განმავლობაში ხოცავდა ლეკვებს

© AP Photo / Mohammad Hannonჯაჭვით დაბმული ძაღლი
ჯაჭვით დაბმული ძაღლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 259-ე მუხლით („ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა“), რაც ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ერთ წლამდე ვადით.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე მცხოვრები მამაკაცი ორი დღის განმავლობაში პნევმატური იარაღიდან ესროდა ლეკვებს, რომელთაგან ერთი მოკლა, მეორე კი დაჭრა, განუცხადეს „Sptunik-საქართველოს“ არასამთავრობო ორგანიზაციაში „ცხოველთა მეგობრები“.

„გუშინწინ მან ერთ ლეკვს ესროლა, რომლის გადარჩენა ვერ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ ვეტერინარები იყვნენ ჩართული. გუშინ მან იგივე გაიმეორა და სხვა ლეკვი დაჭრა“, — განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

ლეკვების მისამართით სროლამ მეზობლებში აღშფოთება გამოიწვია და პოლიცია გამოიძახეს. „მსროლელი“ და მომხდარის თვითმხილველები უკვე ჩვენებებს აძლევენ.

საქართველოს მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
სისასტიკე ძაღლის მიმართ: რუსთავის პროკურატურამ საქმე აღძრა

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 259-ე მუხლით („ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა“), რაც ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ერთ წლამდე ვადით.

ბოლო პერიოდში რუსთავში ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ეს უკვე მეორე შემთხვევაა. გასულ კვირაში საქართველოს პროკურატურამ ბრალი კიდევ ერთ ადგილობრივ მკვიდრს წარუდგინა, რომელმაც ბერიტაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ეზოში ძაღლს ლურსმნიანი ჯოხი რამდენიმეჯერ ჩაარტყა. ძაღლმა წამებას ვერ გაუძლო და მოკვდა.

ყველა ახალი ამბავი
0