თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (63) ATP 250––ის სერიიდან საჩოგბურთო ტურნირის სასტარტო მატჩის დასრულება ვერ შეძლო. ავსტრიის ქალაქ კიცბიულეში მან კორტების მასპინძელთან, სებასტიან ოფნერთან (157) წააგო.
პირველ სეტში ბასილაშვილი 2:0 იგებდა, მაგრა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო. ოფნერმა სამი ბრეიკ–პოინტი გააკეთა და პარტია მოიგო 7:5.
მეორე სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა 0:3 ანგარიშის დროს თავისი დამარცხება აღიარა.
რა გახდა შეხვედრის გაგრძელებაზე უარის მიზეზი, ცნობილი არ არის.
შემდეგ რაუნდში გასასვლელად ოფნერი ტურნირის პირველ ნომრად განთესილ ურუგვაელ პაბლო კუევასს შეხვდება.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბასილაშვილის თამაშში შესამჩნევი უკუსვლა შეინიშნება. კიცბიულეს ტურნირი ზედიზედ მესამეა, რომელშიც ბასილაშვილი პირველივე რაუნდში აგებს. მანამდე ეს იყო ჰამბურგსა (გერმანია) და ბოსტადში (შვედეთი).
ყოველივე ამან ჩოგბურთელს АТР–ს რეიტინგში პოზიციის შენარჩუნებაში, რა თქმა უნდა, ხელი შეუშალა – მან 51–ე პოზიციიდან 63–ზე გადაინაცვლა.
დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 7 აგვისტოს, როდესაც განახლებული რეიტინგი შედგება, ბასილაშვილი მსოფლიო კლასიფიკაციაში კიდევ ქვევით ჩამოიწევს. გასულ წელს, კიცბიულეს ტურნირში ბასილაშვილი ფინალამდე გავიდა და 150 სარეიტინგო ქულა მოიპოვა, რომელთა დაცვაც წელს ვერ შეძლო.
ტურნირი კიუცბიულეში 5 აგვისტომდე გასტანს. მისი საერთო საპრიზო ფონდი 482 ათას ევროს შეადგენს. ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია იტალიელი პაოლო ლორენცი.