თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (54) „უიმბლდონის“ საჩოგბურთო ტურნირის მეორე წრეში ამერიკელ სემ კუერისთან ოთხ სეტში (4:6, 6:4, 3:6, 3:6) დამარცხების შემდეგ, ტურნირს გამოეთიშა.
რვა მატჩის განმავლობაში, რომელიც თითქმის ორი საათი გრძელდებოდა, ამერიკელმა პირველი მოწოდების შემდეგ, ბურთების 85% მოიგო. ბასილაშვილის ანალოგიური მაჩვენებელი კი 59%-ია.
კუერდო უფრო დამაჯერებელი იყო მიღებაზე, რისი შედეგიც გახდა ოთხი რეალიზებული ბრეიკ–პოინტი. ქართველმა ჩოგბურთელმა მხოლოდ ერთხელ შეძლო მოწინააღმდეგის ჩაწოდების მოგერიება.
ამერიკელმა ბასილაშვილს მოგებული ქულების საერთო რაოდენობითაც აჯობა — 117 92-ის წინააღმდეგ.
მესამე წრეზე გასვლისთვის კუერი ფრანგ ჟო-ვილფრედ ტსონგას (10) შეხვდება, რომელმაც სამ სეტში მოუგო იტალიელ სიმონე ბოლელის.
ბასილაშვილმა ტურნირის მეორე რაუნდში გასვლის წყალობით 45 სარეიტინგო ქულა და 57 ათასი ფუნტი სტერლინგი მიიღო.
უიმბლდონის ტურნირი 16 ივლისამდე გასტანს. მისი საერთო საპრიზო ფონდი 14 840 ათას ფუნტს შეადგენს, ხოლო მოქმედი ჩემპიონი ბრიტანელი ენდი მარეია.