ვითარება შავი ზღვის სანაპიროზე: მაშველებმა 25 ადამიანი გადაარჩინეს

გამოწერა
შავი ზღვის სანაპირო ზოლი რჩება 135 მაშველის მეთვალყურეობის ქვეშ, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფენ დამსვენებელთა უსაფრთხოებას.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. გადარჩენილთა შორის იყვნენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე უცხოელი ტურისტები, ნათქვამია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს Facebook-გვერდზე. 

შტორმი ბათუმში - Sputnik საქართველო
შტორმი შავ ზღვაში: 24 საათის განმავლობაში 43 ადამიანი გადაარჩინეს

ოპერატიული და პროფესიული მოქმედებების შედეგად წყალზე მაშველებმა 25 ადამიანი გადაარჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ შავ ზღვაზე საშტორმო მდგომარეობა გაუქმდა, გაუფრთხილებლობის გამო სიცოცხლისთვის საშიში ვითარება წყალში ათობით ადამიანს შეექმნა.

გარდა ამისა, მაშველებმა ოპერატიული დახმარება აღმოუჩინეს მშობლებს, რომლებმაც შვილები სანაპიროზე დაკარგეს. ოთხი პატარა დამსვენებელი მაშველებმა იპოვეს და მშობლებს დაუბრუნეს. მათ შორის ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გოგონა იყო, რომელიც შსს-ს მაშველებმა მშობლებისგან ორი კილომეტრის მოშორებით იპოვეს.

შავი ზღვის სანაპირო ზოლი კვლავ რჩება შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 135 წყალზე მაშველის მეთვალყურეობის ქვეშ, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფენ დამსვენებელთა უსაფრთხოებას.

ყველა ახალი ამბავი
0