შტორმი შავ ზღვაში: 24 საათის განმავლობაში 43 ადამიანი გადაარჩინეს

© Sputnik / Seyran Baroyanშტორმი ბათუმში
შტორმი ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად იმისა, რომ ზღვაში შესვლა აკრძალულია, დამსვენებლებმა მაინც შეცურეს ზღვაში ხუთბალიანი შტორმის დროს.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. გასულ დღე-ღამეში, ხუთბალიანი შტორმის დროს, შავი ზღვის სანაპიროზე მაშველებმა 43 ადამიანი გადაარჩინეს.

საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მონაცემებით, კვირას პლაჟებზე წითელი ალმები აღმართეს, რაც ცურვის აკრძალვას ნიშნავს. თუმცა, მიუხედავად ამისა, დამსვენებლები მაინც შედიოდნენ ზღვაში და საფრთხეს უქმნიდნენ როგორც საკუთარ, ისე მაშველების სიცოცხლეს.

შტორმი შავ ზღვაში - Sputnik საქართველო
ქობულეთში სომხეთის სამი მოქალაქე გადაარჩინეს

დამსვენებლების გადარჩენის ფაქტები დაფიქსირდა: ბათუმში — 7, ქობულეთში — 5, ურეკში — 30, გონიოში — 1. გადარჩენილთა შორისაა 13 წლის მოზარდი სომხეთიდან.

როგორც საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, ამ დროისთვის შავი ზღვის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა მოხსნილია.

"საგუშაგოებზე თეთრი ალმები აღიმართება. შავ ზღვაში ბანაობა უსაფრთხოა. თუმცა ჩვენი 135 მაშველი აქტიურად აგრძელებს დამსვენებლების უსაფრთხოებაზე ზრუნვას", — აღნიშნა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.

ყველა ახალი ამბავი
0