დაკარგული მხატვარი მონასტერში იპოვეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსამთავროს მონასტერი მცხეთაში
სამთავროს მონასტერი მცხეთაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაუჩინარებულ მხატვარ ბესიკ დუღაშვილს ერთ-ერთ მონასტერში მიაგნეს, საიდანაც ის სახლში დაბრუნებაზე უარს აცხადებს.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. გაუჩინარებიდან ერთი დღის შემდეგ ცნობილი მხატვარი და კარიკატურისტი ბესიკ დუღაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცოცხალი იპოვეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

პატრულის ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
საქართველოში ცნობილი მხატვარი დაიკარგა

დუღაშვილი თავს კარგად გრძნობს, მაგრამ, გავრცელებული ინფორმაციით, ის ერთ-ერთ მონასტერში იმყოფება და სახლში დაბრუნებაზე უარს აცხადებს.

ინფორმაცია დუღაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას მისი ოჯახის წევრებმა მიაწოდეს. გაუჩინარებამდე რამდენიმე საათით ადრე თავად დუღაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა გამოსამშვიდობებელი განცხადება, სადაც წერდა, რომ მიდიოდა "იქ, საიდანაც არ ბრუნდებიან".

ბესიკ დუღაშვილი ცნობილია იმით, რომ ქართველი პოლიტიკოსების კარიკატურებს ხატავდა.

ყველა ახალი ამბავი
0