საქართველოში ცნობილი მხატვარი დაიკარგა

© Sputnik / Levan Avlabreliპატრულის ეკიპაჟი
პატრულის ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Facebook-ზე გამოსამშვიდობებელ სტატუსში ბესიკ დუღაშვილმა დაწერა, რომ „გავდივარ იქ, საიდანაც არ ბრუნდებიან“.

თბილისი, 30 ივლისი – Sputnik.  საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლები ცნობილი მხატვრისა და კარიკატურისტის ბესიკ დუღაშვილის ადგილმდებარეობის დადგენას ცდილობენ, იუწყება სააგენტო Новости-Грузия შსს-ზე დაყრდნობით. 

დუღაშვილის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია პოლიციაში კვირას, მისი ოჯახის წევრებისგან შევიდა. თუმცა, დუღაშვილმა გაუჩინარებამდე რამდენიმე საათით ადრე Facebook-გვერდზე გამოსამშვიდობებელი სტატუსი დატოვა. 

„გავდივარ იქ, საიდანაც არ ბრუნდებიან. სუსტი და უმწეო აღმოვჩნდი ამდენ ბრძოლებში… მე კი უბრალოდ სიცოცხლე მინდოდა, ტკბილი ოჯახი, მოსიყვარულე, გამგები და გამტანი მეუღლე, საყვარელი საქმის კეთება… შვილების აწმყოთი და მომავლით ტკბობა… მშვიდი სიბერე… დე მე ვიყო ბოლო… შემინდეთ… და მომიხსენიეთ ლოცვებში. წავედი! თქვენი ბესიკ (ტატო) დუღაშვილი”, – წერს მხატვარი სოციალურ ქსელში.

მისი პოვნის შემთხვევაში ოჯახის წევრები საზოგადოებას თხოვენ შეატყობინონ პოლიციას ან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს.

ბესიკ დუღაშვილი ცნობილია იმით, რომ ქართველი პოლიტიკოსების კარიკატურებს ხატავდა.


ყველა ახალი ამბავი
0