თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებმა მუშაობა დაასრულეს

გამოწერა
თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებმა 2017 წელს 14 000-მდე ბავშვი მიიღეს.

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღები, რომლებიც ივლისის განმავლობაში მუშაობდნენ, მომდევნო სეზონამდე დაიკეტა, ნათქვამია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში 3-31 ივლისის პერიოდში ფუნქციონირებდა 40 საბავშვო ბაღი, რომლებმაც 14 000-მდე ბავშვი მიიღეს. მშობლებს, რომლებსაც ბავშვის დამტოვებელი არ ჰყავდათ, საზაფხულო საბავშვო ბაღების უფასო მომსახურებით სარგებლობა ქალაქის თითოეულ რაიონში შეეძლოთ.

საბავშო ბაღი თბილისში - Sputnik საქართველო
თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება

"საზაფხულო ბაღების პროექტი წელსაც წარმატებით განხორციელდა. სააღმზრდელო პროცესი შეფერხებების გარეშე წარიმართა, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო თითოეული ბაღის ხელმძღვანელსა და თანამშრომელს", — განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ.

საზაფხულო ბაღების მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე, სააღმზრდელო პროცესი ნაკლებად იყო დატვირთული საგანმანათლებლო კომპონენტით და მისი დიდი ნაწილი სხვადასხვა სახის გასართობ და სპორტულ აქტივობებს ეთმობოდა, ტარდებოდა მრავალფეროვანი მუსიკალური და შემეცნებითი ღონისძიებები.

 

ყველა ახალი ამბავი
0